Jump to content
Planeta.Ge

ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებაზე - კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის


კარგი ამბავი მოლდოვასთვის, დიდი სიახლე ევროპისთვის, - ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას.

„ძვირფასო მაია სანდუ, თბილად გილოცავთ მოლდოვას პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში.

მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ესტონეთის პრეზიდენტი, ალან კარისიც ულოცავს.

“გილოცავთ, არჩევნებში გამარჯვებას - მოლდოვას თავისუფლებისა და ევროპისადმი ერთგულებისთვის გამარჯვებას. ესტონეთი მოლდოვას გვერდით დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე”, - წერს კარისი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით კი, რუსეთის აგრესიული და მასიური ჩარევის მიუხედავად, მაია სანდუმ მოსკოვის ფავოროტი დაამარცხა.

“მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის აგრესიული და მასიური ჩარევის მიუხედავად, მაია სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო დღეებში და თვეებში სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება”, - წერს ტუსკი X-ზე.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...