ზაზა თავაძე - დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა
"ქართულმა ოცნებამ” რომ ქვეყნის ძირითადი კანონის 24-ე მუხლით გარანტირებული არჩევნების კონსტიტუციური უფლება და, შესაბამისად, საქართველოს ცივილიზებული ევროპული მომავალი მოპარა თითოეულ ჩვენთაგანს, ფაქტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ზაზა თავაძე წერს.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.
როგორც ზაზა თავაძე აღნიშნავს, ხალხმა უნდა აიძულოს ბიძინა ივანიშვილი - დააბრუნოს ქართველ ამომრჩეველზე მოპარული ხმები.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.
როგორც ზაზა თავაძე აღნიშნავს, ხალხმა უნდა აიძულოს ბიძინა ივანიშვილი - დააბრუნოს ქართველ ამომრჩეველზე მოპარული ხმები.
"ისმის კითხვა, როგორ მოიპარა, შეგვეძლო თუ არა, ეს როგორმე გადაგვეზღვია ან/და დაბრკოლება შეგვექმნა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედი ,,ოცნებისთვის”…
რადგან საზოგადოებაში აქტუალური კითხვები დაგროვდა, ამ ეტაპზე შევეცდები გამოვყო და ძალიან მოკლედ შევეხო ,,ოცნების” მიერ არჩევნების მოპარვის სქემის მხოლოდ სამ აქტორს, რადგან დანარჩენ ხმის ქურდებზე, შეძლებისდაგვარად, შემდეგ პოსტებში მოგახსენებთ…
ჩვენ პოლიტიკურ ძალას, ,,გახარია საქართველოსთვის”, თავის დროზე, როცა ბატონი იოსელიანი სახალხო დამცველად დანიშნა ,,ოცნება”-მ ელისაშვილის პარტიიდან, არ მოგესმათ, დანიშნა და არა აირჩია, კიდევ რამდენიმე ოპოსუბიექტის გაუაზრებელი თუ გააზრებული მხარდაჭერით, ეგ იყო დიდი შეცდომა და ამიტომაც არ დაუჭირეს ჩვენმა დეპუტატებმა მას მხარი პარლამენტში. ვინაიდან, სხვადასხვა გარემოებების და გამო, გვქონდა დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ ლევან იოსელიანი ვერ იმოქმედებდა ,,ოცნებისაგან” დამოუკიდებლად, ვერ დაიცავდა ჯეროვნად მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ადამინის უფლებებსა და თავისუფლებებს ქვეყანაში და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა…
იგივე შემთხვევა იყო , ცესკო”-ს თავმჯდომარეზე, რომელიც, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ძალის დეპუტატების წინააღმდეგობისა და პროტესტისა საქართველოს პარლამენტში, პირდაპირი მნიშვნელობით, ბოლომდე ხელით ათრია ,,ოცნება”-მ, კანონმდებლობის მთელი რიგი არაკონსტიტუციური ცვლილებებით თუ დამატებებით არაერთგზის, სანამ ,,ცესკო”-ს თავმჯდომარედ არ აქცია კიდევ ერთი მარიონეტი, რადგან ასე ბიულეტენგაჟონილ და ფარულობადაკარგულ გაყალბებულ არჩევნებს სხვა ვერავინ ჩაატარებდა, თუ არა უძრავი ქონების დაგროვებით გატაცებული და კომპრომეტირებული ,,ცესკო”-ს თავმჯდომარე და შედეგიც სახეზეა.
ყოველივე ამის შემდეგ, არჩევნების წინა დღეებში, სახალხო დამცველი და ,,ცესკო”-ს თავმჯდომარე, ეს ორი თოკის თოჯინა, გამოვიდნენ და ერთობლივი განცხადებები აკეთეს იმის შესახებ, თუ როგორი დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო იყო ქვეყანაში. ამაზე მეტი ირონია და ნაცრის თვალში შეყრა ხალხისთვის, კიდევ რა უნდა ექნათ?! როდესაც შემდეგ ერთმა პირდაპირ გააყალბა ბოლომდე უნიჭოდ 26 ოქტომბრის არჩევნები და მეორე კიდევ, მათი დამკვეთების ტერმინს რომ დავესესხოთ, უნიჭოდ ,,უპრავებს” ამას ყველაფერს.
დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არცერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.
არჩევნები რომ არჩევნებამდეც ყალბდებოდა სხვადასხვა საკონმდებლო თუ სხვა მექანიზმების მეშვეობით, ამის შესახებ პერმანენტულად საზოგადოებას საქმის კურსში ამყოფებდა ჩვენი პოლიტიკური ძალა და აქტიურად იბრძოდა საპარლამენტო ტრიბუნიდან თუ მის მიღმა ,,ოცნების” მავნებლობების წინააღმდეგ, შესაბამისად, აფიქსირებდა და აგროვებდა მასალებს.
და ბოლოს, ალბათ, კითხვები აღარ არის, რატომ იყო ასე ჩაბღაუჭებული და ნებისმიერი პოლიტიკური ფასის გადახდის სანაცვლოდ, ბოლომდე იცავდა აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებულ ჩინჩალაძე-მურუსიძეს ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარე. 24 საოლქო საარჩევნო კომისიის 24 უარი, დაუკმაყოფილებელი საჩივარი საარჩევნო დარღვევებზე უნდა გასაჩივრდეს 24, ჩინჩალაძე-მურუსიძის მიერ მართულ მოსამართლესთან და თქვენ რას ფიქრობთ, მათგან რომელიმე დააკმაყოფილებს ერთ სარჩელსაც კი?! ესაა რეალობა.
გამოსავალსაც იკითხავთ, ალბათ?! და გამოსავალი მხოლოდ ერთია, ჩვენ, ხალხთან ერთად დგომით, კარგად გააზრებული ქუჩის პროტესტით და არჩევნების გაყალბების თემაზე, აბსოლუტურად, ყველა შიდა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და სრული ამოწურვით, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი, დააბრუნოს ქართველ ამომრჩეველზე მოპარული ხმები, ევროპული მომავალი და ასე დაბრუნდეს ლეგიტიმურ ჩარჩოებში!", - განაცხადა ზაზა თავაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.