Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - მოქალაქეებთან ერთად აქციებზეც ვიქნებით და მშვიდობიანი ფორმით დავიცავთ მათ არჩევანს, შეიძლება, ვიღაცას კარგად გამოსდის კარვებში შესვლა და იქ ყოფნა, ჩვენ სხვა გზები გვაქვს


ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორებთან მუშაობას, ასევე სამართლებრივი პროცესების წარმოებას.

მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად აქციებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენი გეგმა ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო და ცხადი, ჩვენ ვამბობდით, რომ ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ჩვენი პროცესი ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორებთან მუშაობას ისევე, როგორც სამართლებრივი პროცესების წარმოებას, რათა დაცული იქნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაცია და არ მოხდეს ამის წაშლა. ამავდროულად, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად აქციებზეც ვიქნებით წარმოდგენილი და მშვიდობიანი საპროტესტო ფორმით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. შეიძლება, ვიღაცას კარგად გამოსდის კარვებში შესვლა და იქ ყოფნა, იქ შევა და ჩვენ სხვა გზები გვაქვს და სხვა გზებით დავიცავთ მოქალაქეებია არჩევანს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...