ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი: საქართველოში რუსეთის ჩარევით ევროპული იდეაა თავდასხმის ქვეშ
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევით ევროპული იდეა, მათი ინტერესები, ევროპის საზღვრებთან მყოფი ქვეყნების სტაბილურობაა თავდასხმის ქვეშ.
„დამკვირვებლებმა ცხადად თქვეს, ეს არაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“ – თქვა მინისტრმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სენატში საუბრისას.
მისი თქმით, არჩევნებში „პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, 54%-ს ითვლის, პროევროპულმა კოალიციებმა არჩევნების მიტაცების შესახებ განაცხადეს და თითი კრემლისკენ გაიშვირეს.“
„კავკასიის ქვეყანაში კენჭისყრა დაზიანდა კანდიდატებს შორის უთანასწორობით, ზეწოლითა და დაძაბულობით – განაცხადეს ეუთოს დამკვირვებლებმა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ბენჯამინ ჰადადმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არალიბერალური მიმართულება ევროპულ პერსპექტივას დააზიანებს.
„ძალიან ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ზიანის მომტანი იქნება ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, – განაცხადა ჰადადმა.
Public senat-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში მომხდარი თაღლითობები ნაწილია სამეზობლოში რუსეთის ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოსი.
ის ახსენებს გაყინულ კონფლიქტებს და ნაცრისფერ ზონებს, რომელთაც „აყვავების საშუალება მისცეს და უგულებელყოფდნენ ხანგრძლივად“, როგორიცაა საქართველოში, მოლდოვაში, ბალკანეთსა ან უკრაინაში მაიდნის მოძრაობის შემდეგ.
„ეს მოითხოვს ჩვენგან ხელახლა ჩართულობას ჩვენს პარტნიორებთან“ – აღნიშნა მან.
„საქართველოში რუსეთის ჩარევით ევროპული იდეა, ჩვენი ინტერესი, ქვეყნების სტაბილურობა არის თავდასხმის ქვეშ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მან სენატორები დაარწმუნა, რომ ევროკავშირში კავკასიური ქვეყნების მხარდაჭერასა და მაღალ სტანდარტებს შორის დიდი შეუთავსებლობა არაა.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.