გახარიას და IRI-ს დირექტორის შეხვედრის ფოტო რუსმა „ტურისტებმა“ გადაიღეს – ქემოკლიძე
პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის წარმომადგენლის შეხვედრის კადრები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს გადაღებული.
საუბარია გიორგი გახარიასა და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორი, ჯონ დიპიროს შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამთავრობო მედია „იმედმა“ 24 სექტემბერს გაავრცელა შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად.
„ეს „ნიუსი“ ხომ გახსოვთ, აქტიური წინა საარჩევნო კამპანია რომ იყო?! საინტერესო მოკვლევა ჩავატარეთ: ეს შეხვედრა შედგა 17 სექტემბერს, კაფე „ლეიზიში“ (თბილისი) 12:30-სა 13:30 საათს შორის. სამი დღით ადრე ვიდრე ეს „ნიუსი“ „იმედმა“ დადო. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ფოტო გადაღებულ იქნა რუსი “ტურისტების” მიერ (ერთი მამაკაცი და 1 ქალი), რომელიც, როგორც ჩანს, მიწოდებულ იქნა სამთავრობო ტელევიზიისთვის და გამოყენებულ იქნა პროპაგანდის მიზნით…
ისმის ვალიდური კითხვა – ვის „ეჯდა“ რუსული ოპერატიული კუდი შუაგულ თბილისში?! – გახარიას (ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს) თუ IRI-ს (ერთ-ერთი საკვანძო სადამკვირვებლო ორგანიზაციის) დირექტორს?!
ეს ინფო თუ დადასტურდა და არ ვცდებით ეგეც თქვენი რუსეთის სპეც. სამსახურების ჩარევა არჩევნებში!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მეგობრებო მოქმედების დროა: გაქვთ ლოკაცია, გაქვთ ზუსტი დრო, გაქვთ გარე და შიდა კამერები და ე.წ. Face recognition (“სახის ამომცნობი”) ტექნოლოგია“, – წერს კახა ქემოკლიძე Facebook-ზე.
„იმედი“ ირწმუნება, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტო თავად მოიპოვა.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.