Jump to content
Planeta.Ge

1 ნოემბერი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღეა


1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა სრულდება.

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ  წელს 240 288 ფიზიკურ პირს, რომლებსაც  40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ გასულ წელს, მიწერეს დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ.

კანონმდებლობის თანახმად,  თუ პირის და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაგებეგრებათ. [მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა, იახტები [კატარღები], შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები.]

“ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2024 წლის წლიური (2023 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.” – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. თანხის რაოდენობა შემდეგი პრინციპით ანგარიშდება:

40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.


2023 წელს შევსებული დეკლარაციების თანახმად,   40-დან 100 ათასამდე ლარის ოდენობის შემოსავალი – 62 811 ოჯახს ჰქონდა. ხოლო, 100 ათასზე მეტი წლიური შემოსავალი – 20 225 ოჯახს.

2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, დარიცხულმა ქონების გადასახადმა  84 489 056 ლარი შეადგინა.

20 225 ოჯახს 100 ათასზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს – ქონების დეკლარაციები საქართველოში

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...