Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება აცხადებს, რომ იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სთხოვა


იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ანტონიო ტაიანის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ვთხოვე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტაიანისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“დედაჩემის მიერ განხორციელებულ დილის ზარზე მოვუყევი, რომლის თავზეც ირანის მიერ რუსეთისადმი მიწოდებულმა დრონმა გადაიფრინა და ვთხოვე, რომ უკრაინისადმი იტალიის სამხედრო დახმარების უახლოეს პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემები იყოს. ძლიერ გადაწყვეტილებებს ველოდებით, რომლებიც ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს დაადასტურებს”, - წერს კულება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტაიანისთვის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ეს პირველი საერთაშორისო ზარია და აღნიშნა, რომ ეს “მკაფიო სიგნალია, რომელიც შემდგომ ინტერპრეტაციას არ საჭიროებს”.

“ჩვენ მართლაც ამაყი ქვეყანა ვართ, არ დავნებდებით და გავიმარჯვებთ. სხვა ქვეყნების დახმარება მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს და საერთო მტერზე მთელი ევროპის გამარჯვებას დააჩქარებს”, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...