რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: კრემლის პროპაგანდისტი არჩევნების დღეს თბილისში იყო
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ალექსანდრ მალკევიჩი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისში იყო.
ორგანიზაციის განცხადებით, „შეშფოთებულია კრემლის რუპორის როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოში”.
RSF აღნიშნავს, რომ ალექსანდრ მალკევიჩი ძებნილია აშშ-ისა და უკრაინის მიერ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წერს, რომ მალკევიჩი რუსული შეიარაღებული დაჯგუფება „ვაგნერის” დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი იყო.
ალექსანდრ მალკევიჩმა თავადაც დაადასტურა, რომ საქართველოში იყო.
ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან მან თქვა, რომ აინტერესებდა „საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, აქციები, თავად კენჭისყრა და საქართველოში ამიტომაც გაჩერდა”.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება” არ არის პრორუსული პარტია – ის ეროვნული ინტერესების პარტიაა. სწორედ ამავე მესიჯებს იყენებს თავად „ქართული ოცნებაც”.
„ქართველებს სურთ რუსეთთან მშვიდობიანად და თანამშრომლობით ცხოვრება, რადგან ასეთი თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია”. – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა.
ალექსანდრ მალკევიჩი 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა და ცხინვალის რეჟიმის ე.წ ხელმძღვანელს, ალან გაგლოევს შეხვდა. შესაბამისად, მას დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.