Jump to content
Planeta.Ge

ვაშინგტონის გამოხმაურება არჩევნების გამო გამოძიების დაწყებასა და პრეზიდენტის დაკითხვაზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ, რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის.

„პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ასე, რომ მას შეუძლია გააზიაროს ეს ინფორმაცია. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების გამოძიება თუ ვინმე სხვისი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ამასთან, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან იმის შესახებ, თუ სხვა რა სახის გამოძიება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.

პასუხად პრეზიდენტმა 30 ოქტომბრის ბრიფინგზე აჩვენა საარჩევნო დარღვევების კადრები და განაცხადა, რომ „მათ არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები“.

სალომე ზურაბიშვილმა„პროკურატურას ურჩია, პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას მოეშვას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...