Jump to content
Planeta.Ge

საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ესპანეთი საბრძოლო თვითმფრინავებს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში


ესპანეთი აცხადებს, რომ 14 საბრძოლო თვითმფრინავს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში, იმ ფონზე, როცა ნატო განაგრძობს აღმოსავლეთის მხარის გაძლიერებას, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების პირისპირ.

ეს ინიციატივა ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ოქტომბერს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, დიმიტარ სტოიანოვის მიერ ორი დღით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მადრიდი მზად იყო უახლოეს დღეებში ბულგარეთში რვა საბრძოლო თვითმფრინავამდე განეთავსებინა.

ესპანეთის განცხადებით, Eurofighter-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავი და 130 ჯარისკაცი ბულგარეთში გაიგზავნება ნოემბრის შუა პერიოდიდან დეკემბრის დასაწყისამდე, ადგილობრივი ძალების გაწვრთნის მიზნით.

ბულგარეთში, რომელიც 2004 წლიდანაა ნატოს წევრი, უკვე განთავსებულია ალიანსის 1000-მდე სამხედრო, იტალიის ეგიდით.

ესპანეთი ასევე აცხადებს, რომ F18M-ის ტიპის რვა საბრძოლო თვითმფრინავი და საჰაერო ძალების 130 სამხედრო იმუშავებს რუმინეთში დეკემბრიდან 2023 წლის მარტამდე, როგორც ნაწილი ნატოს "რეაგირებისა და შეკავების" სტრატეგიისა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...