Jump to content
Planeta.Ge

„ნაცვლად კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო“ – სენატორი როჯერ უიკერი


რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.

„ნაცვლად ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოუთხარა დარღვევებმა – დაშინებამ, ძალადობამ, მოსყიდვამ, და შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო სანდო და დამოუკიდებელი წინასაარჩევნო ეგზიტპოლებისგან.

ვიზიარებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას. სამწუხაროდ, მოსკოვის მხარდაჭერილი “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ რუსეთთან და მის ავტორიტარულ ღერძთან ერთად, შეუძლიათ დაიცადონ, სანამ აშშ და საქართველოს დემოკრატიული მოკავშირეები [დაიღლებიან]. ისინი ცდებიან.

ამ არჩევნებზე მომხდარი მანიპულაცია არა მარტო ურტყამს საქართველოს ისედაც მყიფე დემოკრატიას. თუ ამ [შედეგების] აღიარებას დავუშვებთ, ეს იქნება დასასრული ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და შესაძლოა, მისი სუვერენიტეტისთვისაც კი.

ეს არის გაყალბება, და არალეგიტიმურ შედეგებს ნათლად უნდა დავუპირისპირდეთ. მანამ, სანამ „ოცნება“ შეეცდება, ხელისუფლებაში დარჩეს არადემოკრატიული საშუალებებით და მოძალადე ავტორიტარების დახმარებით, ის მოიმკის დაგმობასა და იზოლაციას, რომელიც იმსახურებს“, – წერს უიკერი.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...