Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი: ცხადია, არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

ბრიფინგზე მან მედიას წარუდგინა ვიდეობი, რომლებიც არჩევნების დღეს სავარაუდო დარღვევებს ასახავს და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მტკიცებულებები თავად შეაგროვა და გაასაჯაროა.

პრეზიდენტმა პროკურატურას თავისი საქმის კეთება ურჩია.

„პროკურატურას ვურჩევდის სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას… პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს… პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრიფინგზე გამოსვლამდე მოისმინა ჯოზეფ ბორელის სიტყვა, რომელშიც ბორელმა სადამკვირვებლო მისიების ანგარიშის მიხედვით საქართველოში არჩევნების დღის დარღვევებზე ისაუბრა.

„ჯოზეფ ბორელსაც უნდა ჰკითხოს მგონი პროკურატურამ, როგორც ჩანს, ბევრი მტკიცებულება მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაცაა აღნიშნული უცხოელთა საგამოძიებო მისიების მიერ, ზუსტად იგივეა“, – განაცხადა მან.

ცხადია, არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა უცხოური მედიისთვის გაკეთებულ ინგლისურენოვან განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...