Jump to content
Planeta.Ge

EU-ს ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, იმედი არ დაკარგონ


საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აფასებს ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას და ამბობს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია.

„ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული.

გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს. არანაირი საიდუმლო და მოკლე გზა არ არსებობს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, თუ მას სურს ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა.

ნუ დაკარგავთ იმედს!“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...