ამ დროისთვის საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, რადგან ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა არჩია.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეისათვის საქართველოში რუსეთმა მოიგო. მათ ჯერ მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, მერე შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციები. არანაირი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი რუსი საქართველოში… მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობა, მათი არჩევანია არ წავიდნენ ევროკავშირისკენ. მათ შეცვალეს პოზიცია. დღესდღეობით რუსეთმა გაიმარჯვა. მათ წაართვეს საქართველოს თავისუფლება“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, იმავეს ცდილობს რუსეთი მოლდოვაშიც.
„რუსეთი [მოლდოვაშიც] იმავეს გააკეთებს, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს საუბარს წითელ ხაზებზე. თუ ამას არ შეწყვეტენ და გააგრძელებენ იგივე რიტორიკას, ისინი დაკარგავენ მოლდოვას ერთ-ორ წელიწადში“, — დასძინა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა განსხვავება უკრაინასა და საქართველოს შორის.
„ჩვენ უფრო დიდი ქვეყანა ვართ. ეს არის ჩვენსა და საქართველოს შორის განსხვავება. უფრო დიდი მოსახლეობა გვყავს, ვისაც არ სურს გარუსება“, — დასძინა ზელენსკიმ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.