Jump to content
Planeta.Ge

ცესკო Facebook-ზე დაწერილ უარყოფით კომენტარებს ზეწოლად აფასებს და მოქალაქეებს აფრთხილებს


ცესკო აფრთხილებს ყველას, რომ მათი მისამართით ნებისმიერი განხორციელებული ზარი თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში შემდგომი რეაგირებისთვის.

დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა განაცხადა, რომ ცესკოს მისამართით შეურაცხყოფას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელებშიც.

სპიკერმა ეკრანზე მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი შეტყობინებების სქრინები წარმოადგინა.

„ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები. შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელშიც.

ზეწოლა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე, ისე უწყების ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ჩემი სიტყვების დამადასტურებელ სქრინებს, რომლებიც ძალიან მცირე ნაწილია შეურაცხმყოფელი შეტყობინების და კომენტარების“, – აცხადებენ ცესკოში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...