ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიშს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, პრესკონფერენციაზე წარადგენენ
დღეს საღამოს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს ანგარიშზე ისაუბრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციამდე, დაახლოებით18:00 საათისთვის იქნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეპ ბორელისა და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენცია, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვით გადმოიცემა.
„2024 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ ერთ-ერთია იმ 10 ანგარიშიდან, რომელიც ქვეყნდება 2024 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, დეტალურად აფასებს ძირეული რეფორმების განხორციელების პროცესს და წარმოადგენს მკაფიო გზამკვლევს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.