ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი - საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია
ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს.
„ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში 8 ნოემბერს გაიმართება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.