Jump to content
Planeta.Ge

ეთერ გოგიტაშვილი - 90-იანი წლების მოვლენებმა ძალიან დააზიანა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციები, მათ შორის ქრიზანთემების კოლექცია... 2000 წლიდან დავიწყეთ აღდგენა და დღეისათვის ბაღში 170-მდე ჯიშია თავმოყრილი


როგორც მოგეხსენებათ, 2 და 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.

 

ამასთან დაკავშირებით "იმედის დილა" ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთის კურატორს, ქალბატონ  ეთერ გოგიტაშვილს და ბოტანიკური ბაღის ივენთ მენეჯერს, სოფო მეტრეველს ესაუბრა. 

ქალბატონი ეთერი 64 წელია უდიდესი სიყვარულით ემსახურება საქმეს, რომელიც ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. მან ბაღში მუშაობა 1960 წელს მებაღედ დაიწყო და ფაქტობრივად ყველა პოზიცია გაიარა. ეთერ  გოგიტაშვილის მიერაა გამოყვანილი ქრიზანთემების 30-ზე მეტი ჯიში.


"თავიდან ლანდშაფტური მებაღეობის განყოფილებაში ვმუშაობდი. შემდეგ  გადმომიყვანეს ქრიზანთემების საკოლექციო ნაკვეთზე. იმ დროისთვის ინტროდიცირებული იყო ქრიზანტემების 200-მდე ჯიში, მაგრამ 90-იანი წლების მოვლენებმა ძალიან დააზიანა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციები, მათ შორის ქრიზანთემების კოლექცია. 2000 წლიდან დავიწყეთ ამ ჯიშების აღდგენა და დღეისათვის ბაღში 170-მდე ჯიშია თავმოყრილი. ქრიზანთემების ფორმა კლაუსის კლასიფიკაციითაა განსაზღვრული და ყვავილის ათ ფორმას მოიცავს. ჩვენს კოლექციაში ცხრა ფორმის ქრიზანთემაა, ხუჭუჭა ქრიზანთემის გარდა", - აცხადებს ეთერ გოგიტაშვილი. 

ცნობისთვის, 2 და 3 ნოემბერს, ქალბატონი ეთერი ქრიზანთემების გადარგვისა და მოვლის მასტერკლასს ჩაატარებს.

სოფო მეტრეველი: "2 და 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მოსულ სტუმრებს დიდი სილამაზე ელოდებათ. ქალბატონი ეთერის მიერ  ქრიზანტემებისგან შექმნილი მრავალფეროვანი და ულამაზესი სანახაობის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. პროგრამა იქნება შემეცნებითი და სანახაობრივი - ეკოშემევცნებითი აქტივობები, გვირგვინების გასაკეთებელი, ლენტით ქარგვის სივრცეები, ასევე  თიხით ძერწვის მასტერკლასი... ფესტივალზე მოსულ სტუმრებს, თბილ და საინტერესო უქმეების გატარებას ვპირდებით". 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...