Jump to content
Planeta.Ge

ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, ნუ მოიტყუებთ თავს – „ოცნების“ მთავრობის ექსმინისტრი


საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძს (2015-2018 წწ) განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა.

„მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება. ნუ მოიტყუებთ თავს!“ – წერს Facebook-ზე ჯანელიძე.

საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. უნგრეთი ამჟამად როტაციის წესით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რასაც „ქართული ოცნება“ ხაზგასმით აღნიშნავს მის განცხადებებში.

ვიქტორ ორბანი არის პირველი და ამასთან, ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

თბილისში ვიზიტით მყოფმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, თუმცა ბრიუსელში ამაზე კამათი მაინც იქნება.

თუმცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...