Jump to content
Planeta.Ge

კახა ქემოკლიძე - თუ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუკი დადასტურდა, რომ შედეგი არ იყო მანიპულირებული, რაც არის აბსურდი, რა თქმა უნდა, განსხვავებული მიდგომა ექნება ყველას


თუ დაჯდა ისეთი სცენარი, რომ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუ ქვეყნის გარედან გამოძიება ჩატარდა, თუ დავრწმუნდით, რომ ოპოზიცია არ იყო მართალი საბოლო ჯამში, მაშინ პარლამენტი საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციასაც შეიძენს. მაშინ შენ კი არა, ესენი შეგასწრებენ პარლამენტში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატების დატოვება ტექნიკურად შეუძლებელია.

„სამართლებრივად, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. მნიშვნელოვანია ის, რომ, როდესაც ამ რეზულტატს არ აქვს საერთაშორისო და არც შიდა ლეგიტიმაცია, იმ პარლამენტში რა უნდა გააკეტო? როგორ უნდა შეხვიდე? როცა ამბობენ: რატომ არ ჩახსნა გახარიას პარტიამ სიები, მეცინება. ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ, თანმიმდევრული ადამიანები. როდესაც, დღევანდელი მოცემულობით, პარლამენტს არც საერთაშორისო და არც შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს, არც ამის პერსპექტივა ჩანს, როგორ შეიძლება თქვა, რომ ამ პარლამენტში შეხვალ და იქ მოქმედებას დაიწყებ. მაგრამ, თუ დაჯდა ისეთი სცენარი, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუ ქვეყნის გარეთ გამოძიება ჩატარდა, თუ დავრწმუნდით, რომ ოპოზიცია არ იყო მართალი საბოლო ჯამში, მაშინ პარლამენტი საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციასაც შეიძენს. მაშინ შენ კი არა, ესენი შეგასწრებენ პარლამენტში.

თუ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუკი დადასტურდა რომ შედეგი არ იყო მანიპულირებული, რაც ჩემი აზრით არის აბსურდი, იქ, რა თქმა უნდა, განსხვავებული მიდგომა ექნება ყველას“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძემ ისაუბრა უშუალოდ კენჭისყრის დღეზეც, მას ეჭვი აქვს, რომ კონკრეტული ადამიანების პირადობის მოწმობები არასწორად იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ შედეგი ხელოვნურად შექმნილიყო.

„დარღვევები გამოვლენადია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თითოეულმა მოქალაქე მიიღებს მანდატს იმისათვის, რომ გადაამოწმოს, რომელ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა და კონკრეტულად, რომელ საათზე. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ კონკრეტული ადამიანების პირადობის მოწმობები არასწორად იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ რეზულტატი ხელოვნურად შექმნილიყო. თუკი „ქართული ოცნება“ მყარად არის თავის არგუმენტში, ჩვენი რწმენით მათ არ უნდა გაუჭირდეთ მსგავსი ტიპის შეთავაზებაზე დათანხმება.

აქ საუბარია იმ ადამიანების მონაცემების გადამოწმებაზე, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ მათი ხმა იქნა მანიპულირებული“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

ამასთან, ქემოკლიძემ განმარტა, თუ რატომ არ საუბრობდა ოპოზიცია არსებულ ხარვეზებზე არჩევნების დღემდე.

„ბევრი ადამიანის კითხვაა - რატომ არ საუბრობდით ამაზე არჩევნებამდე. აქ ორი უკიდურესობაა: თუ ამაზე წინმსწრებად ისაუბრებ, ადამიანებში გაუთვითცნობიერებლად ამაგრებ იმ განცდას, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მეორე მომენტი არის ის, რომ ეს ხალხი არჩევნებზე წაიყვანო იმიტომ, რომ არჩევნებზე მისვლის გარეშე, იმასაც ვერ ამტკიცებ, რომ ხალხი მივიდა. დღეს ეს დიდი არგუმენტია. ამ არჩევნებზე ისეთი მობილიზება იყო, როგორც 2012 წელს. 12 წელიწადში 3 არჩევნები ისე გავიარეთ, რომ ასეთი დონის მობილიზება არ ყოფილა“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

ამასთან , ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ არჩევნებში 40-42 პროცენტზე მეტი ვერ აიღო და „დანარჩენი ხმები ტექნიკური მანიპულაციით დაიმატა“.

ბმული: https://www.interpressnews.ge/ka/article/818563-kaxa-kemoklize-tu-parlamentma-saertashoriso-legitimacia-sheizina-tuki-dadasturda-rom-shedegi-ar-iqo-manipulirebuli-rac-aris-absurdi-ra-tkma-unda-gansxvavebuli-midgoma-ekneba-qvelas

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...