გიორგი გახარია - ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაც გაბრაზებულია ჩემზე, მე ვიღაცაზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ქვეყნის ევროპული მომავალი - მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე
სცენაზეც [ასვლა] ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება მასზე ბევრია გაბრაზებული და თავადაც ბევრზეა გაბრაზებული, თუმცა ახლა ყველას ევროპული მომავალი აერთიანებს.
„ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაცას გაბრაზებულია ჩემზე, მე ვიღაცაზე ვარ გაბრაზებული, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ გვაერთიანებს სამართლიანობა.
გამოსავალი აქვთ, გამოძიება და ამ შედეგების გადახედვა. შესაძლებელია ბევრი ოლქების გადახედვა და თავიდან არჩევნების ჩატარება, ეს არის მათთვის სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. ხუთი სისტემური მაქინაცია და სქემა გვაქვს დაიდენტიფიცირებული, რომელმაც ზეგავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.