გახარია - ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც გვაქვს, უახლოეს დღეებში პროკურატურას მივმართავთ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აქვთ ფაქტები იმ სისტემური ხასიათის დარღვევებსა და მანიპულაციების სქემებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა არჩევნებზე, რათა „მოეპარა ქართველი ხალხის ნება“. მისი განცხადებით, მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან.
გახარიას თქმითვე, პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც აქვთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავენ.
„შემიძლია გითხრათ როგორც ფაქტი ის სისტემური ხასიათის დარღვევები და მანიპულაციის სქემები, რომლებსაც იყენებდა ოცნება იმისთვის, რომ მოეპარა ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავეცით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენ მათთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და თქვენ ხედავთ მათი რეაქციები, განსაკუთრებით დღევანდელი დღიდან, ორშაბათიდან პოლიტიკური შეფასებები როგორი იქნება“, – თქვა გახარიამ.
გახარიამ ისაუბრა შემდეგ დარღვევებზე:
- „ჩვენ დღეს გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სისტემური ხასიათი დავადასტუროთ ისეთი საარჩევნო სქემების მანიპულაციის, როგორიც არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სრულად პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებით, მათი ნათესავებით და ურთიერთდაკავშირებული პირებით. ჩვენ რამდენიმე საქმე გადავეცით უბნებზე მუნიციპალიტეტებში როგორ კომპლექტდებოდა კომისიები ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანებითა და „ოცნების“ და საჯარო სექტორის წარმომადგენლებით, რომლებსაც პირდაპირი ინტერესთა კომპლექტი აქვთ, რომ თანაბრად იყვნენ ლოიალურები ყველასთან“.
- „სისტემური ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე. რას ვგულისხმობთ – „ქართულმა ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა ფაქტობრივად მძევლად აიყვანა საჯარო მოხელეები, რომლებსაც აშანტაჟებდა ხელფასით. […] პირდაპირ დავალებას აძლევდა, რომ ისინი მარტო კი არ უნდა მისულიყვნენ და ხმა მიეცათ ოცნებისთვის, თავიანთ ოჯახის წევრებზეც გარანტიები უნდა გაეცათ, რომ მათ გარდა, მათი ოჯახის წევრებიც „ოცნებას“ მისცემდნენ ხმას. შვილებს ფაქტობრივად ავალებდა, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მშობლების ხმები, რომლებიც უნდა მისცემოდა „ოცნებას“, ზუსტად იმავეს აკეთებდნენ სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ, ემუქრებოდნენ სოციალური დაცვის გადასახადების შეწყვეტით რომ მათ შვილებზე მოეხდინათ ზეგავლენა, რომ მათ მიეცათ „ოცნებისთვის“ ხმა“. […]
- „სისტემური მოსყიდვა ფულის დარიგება უბნებზე – ფაქტობრივად ყველა უბანზე „ოცნებას“ ჰქონდა მოწყობილი მიკროავტობუსში მიკროშტაბი, სადაც ადამიანებს პირდაპირ და ღიად ურიგებდა ფულს და ამის უამრავი კადრი და მაგალითი არსებობს“.
-
„და ყველაზე მნიშვნელოვანი პირადობის მოწმობებით მანიპულირება, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირება, მათი გამოყენება ხმის მიცემისთვის. ამ ყველაზე მძიმე მანიპულაციის სქემაში, რომელშიც ჩვენ საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს და რომლის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა სუს-ის, ცესკოს და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებული, კოორდინირებული მუშაობის გარეშე, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს რომ უახლოეს დღეებში, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ მივმართოთ პროკურატურას“.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.