ანჯეი დუდა - სალომე ზურაბიშვილთან საუბარში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება განვიხილე
სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებს დუდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.