Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება - ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება


არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

„მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით! არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნების "ტოტალურად გაყალბება" მოხდა.

"ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა... ჩატარდა რუსული არჩევნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი".

ბმული: https://www.interpressnews.ge/ka/article/818260-prezidenti-ar-vagiareb-am-archevnebs-am-archevnebis-agiareba-ar-sheizleba-amis-agiareba-aris-rusetis-shemosvlis-agiareba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...