Jump to content
Planeta.Ge

„შეშფოთებული ვარ დარღვევებით, რომლებზეც დამკვირვებლები ამბობენ“ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.

„სერიოზულად შეშფოთებული ვარ დარღვევებით, რომლებზეც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები იუწყებიან.

ნდობის აღდგენისთვის, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოაგვაროს ეს საკითხები პოლიტიკურად ინკლუზიურ პროცესებში.

მზად ვართ, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვიმუშაოთ პარლამენტში ყველა იმ ძალასთან, ვინც ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას და ზრდის პოლარიზაციას. ისინი უნდა გაუქმდეს“, – წერს მინისტრი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...