Jump to content
Planeta.Ge

„ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას, სირცხვილია“ – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება.

„ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას და უწესრიგობას. რა სირცხვილია. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც მრავლად გამოვიდა ხმის მისაცემად, მიუხედავად დაშინებისა. ევროპული მომავლის სურვილს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა სცეს პატივი“, – ამბობს იგი.

26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...