შეშფოთებული ვარ არჩევნებზე სისტემატურ დარღვევებზე სარწმუნო ბრალდებებით – უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით.
„მე შეშფოთებული ვარ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით.
ასევე შეშფოთებული ვარ კარგად დასაბუთებული მცდელობებით რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ.
ამიტომ, მე მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძვლიანად გამოიძიოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდა, რომ ეს ასეა, გამოაქვეყნოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ.
ჩვენი MEGOBARI აქტი შეეცდება დაისაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში.
ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მოუსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, – აცხადებს ჯო უილსონი.
ე.წ. მეგობარი აქტი არის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მომზადებული კანონპროექტი საქართველოს შესახებ. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.
ამავე თემაზე:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.