Jump to content
Planeta.Ge

ჰელსინკის კომისია: თუ სახდეპი დაადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება


აშშ-ის ჰელსინკის კომისია ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გააჟღერა საქართველოში გამართული არჩევნების მართებულობაზე. არჩევებამდე და არჩევნების დღესაც იყო სანდო ცნობები ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და ზეწოლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევაზე.

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება”, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...