Jump to content
Planeta.Ge

ეკლუნდი: წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა


NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა დაცული დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტები.

ეკლუნდმა თქვა:

„ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონების გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, მუქარები, დაშინება ამომრჩევლისა და დამკვირვებლის როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, ძირს უთხრიდა პროცესის სამართლიანობას”.

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია თბილისში 21 ოქტომბერს ჩამოვიდა.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ პოლიტიკურ ლიდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიას, სამოქალაქო ორგანიზაციებს, დიპლომატიური საზოგადოების წევრებს.

NDI-ის დამკვირვებლები საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ.

მათი დასკვნით, ხმის მიცემა ძირითადად მიმდინარეობდა კანონის შესაბამისად.
თუმცა, დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს „დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა წინა არჩევნებთან შედარებით, მათ შორის ეს იყო ძალადობის გამოყენება და ბიულეტენების ჩაყრა“.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...