რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქართველებს გამარჯვებას ულოცავს
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება.
„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“, – წერს იგი ტელეგრამში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 71% და „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს.
2206 უბნის მონაცემებით, პარტიების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ — 53%
- კოალიცია ცვლილებებისთვის — 11%
- ნაციონალური მოძრაობა — 9,8%
- ძლიერი საქართველო — 9%
- გახარია საქართველოსთვის — 8%
რაც შეეხება სხვა პარტიებს, წინასწარი მონაცემებით მათ ბარიერი ვერ გადალახეს.
ცნობისთვის: შედეგები დამრგვალებულია
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.