Jump to content
Planeta.Ge

„ფორმულას“, „მთავარის“ და „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები


სამმა ქართულმა ტელეარხმა – „ფორმულამ“, „მთავარმა“ და „იმედმა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს. ეს არჩევნების არც ოფიციალური და არც წინასწარი შედეგებია. ისინი მოგვიანებით უნდა გამოქვეყნდეს.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას მარტო ვერ შეკრავს – ასეთია ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები.

ამ ეგზიტპოლების თანახმად, ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა, თუმცა ოპოზიციამ ჯამურად უფრო მეტი მანდატი უნდა მოიპოვოს, ვიდრე მმართველმა პარტიამ. ოპოზიციამ ეგზიტპოლით 87 მანდატი მოიპოვა, ოცნებამ კი 63. შედეგები, ეგზიტპოლის თანახმად, ასეთია:

  • „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 16,7%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16,7%
  • „ძლიერი საქართველოსთვის“ – 10,3%
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 8,2%
  • „ქართული ოცნება“ – 40,9%

ეს გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოიკითხა 14946 ადამიანი. ცდომილების ზღვარი – 2,5%.


განსხვავდება „იმედის“ მიერ შეკვეთილი „GORBI“-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლითაც ხმათა და მანტადთა უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს. შედეგები იქ ასე გადანაწილდა [18:30-სთვის]:

  • „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 12,6%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 11,6%
  • „ძლიერი საქართველოსთვის“ – 7%
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 4,8%
  • „ქართული ოცნება“ – 56,1%

ცდომილების ზღვარი არის 2,5%. მეთოდოლოგია – ეგზიტპოლი ჩატარდა 100 შემთხვევით შერჩეულ უბანზე, პლანშეტების გამოყენებით.


რაც შეეხება „მთავარის“ მიერ შეკვეთილ ეგზიტპოლს, რომელიც „HarrisX“-მა ჩაატარა, აქაც „ოცნებამ“ ვერ დააგროვა საკმარისი ხმები უმრავლესობის მოპოვებისთვის:

  • „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 42%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13%
  • „ძლიერი საქართველოსთვის“ – 18%
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 9%
  • „ქართული ოცნება“ – 8%

    netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...