Jump to content
Planeta.Ge

სოფიო ხორგუანი - საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას


საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას, ნამდვილ მშვიდობასა და ნამდვილი ღირსებით და თავისუფლებით არჩევანის გაკეთების უფლებას, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფიო ხორგუანმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა რეგიონულ მედიას თანამშრომლობისათვის და დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ხორგუანმა საზოგადოებას ერთთვიანი საარჩევნო კამპანიის ანგარიში ჩააბარა, კარდაკარ მოქალაქეებთან შეხვედრისას იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოსა და შედეგების შესახებ. დეპუტატობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ მომავალში რეგიონის სასიკეთოდ ბევრ საინტერესო პროექტსა და იდეას თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გააგრძელებს.

„სოფიო ხორგუანმა მოუწოდა მოქალაქეებს, არჩევნებზე მისვლისაკენ და თავისუფალი არჩევანის გაკეთებით საქართველოსთვის უკეთესი სახელმწიფოს უზრუნველსაყოფად პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“, ნომერი - 25 -ის გაფერადება სთხოვა.

დეპუტატობის კანდიდატმა საჯაროდ მიმართა საჯარო მოხელეებს, დეპუტატებსა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებს, სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებულებს, იმოქმედონ სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, კანონმორჩილებითა და პასუხისმგებლობით. ხორგუანი იმედოვნებს, რომ მიუხედავად იმ უკანონობისა, რაც წინა საარჩევნო ზეწოლებსა და დაშინებაში, საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიზირებასა და არათანასწორ გარემოში გამოიხატა, დარჩენილი დროის მანძილზე მოხელეებს ეყოფათ გონიერება და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.
იპნ

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...