Jump to content
Planeta.Ge

„გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტიის ბანერი დააზიანეს


ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბანერი დააზიანეს,- ამის შესახებ თავად პარტიაში განაცხადეს. პარტია მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს.

„ბათუმში ბანერების ადგილები „ქართულ ოცნებას“ სრულად ათვისებული აქვს. ჩვენ არ დაგვითმეს ადგილი ბანერებისთვის, ამის ფონზე მოვახერხეთ კერძო პირისგან ორ ლოკაციაზე ჩვენი პარტიის ბანერი განგვეთავსებინა.

ბენზეს ლოკაციაზე ბანერი ვანდალურად დააზიანეს. ეს ყველაფერი ბიძინა

ივანიშვილის ცნობილ ინტერვიუს ემთხვევა. ისინი ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიაში. ამაზე რეაგირება არ არის სამართალდამცავების მხრიდან, როგორც სხვა შემთხვევების დროს, როდესაც ჩვენი თანაპარტიელის მიმართ იყო ძალადობის ფაქტი“, - აცხადებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...