Jump to content
Planeta.Ge

„გაიყოლე“ – მოქალქეები ერთმანეთს ხმის მისაცემად რეგიონებში გამგზავრებაში ეხმარებიან


თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე რეგიონებში მიმავალი ტრანსპორტის ფაქტობრივად არყოფნის პირობებში, მოქალაქეები ერთმანეთს რეგიონებში წასასვლელად დახმარებას სთავაზობენ.

ეს ჯგუფ „დაიტოვეში“ ხდება, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტისას შეიქმნა. ჯგუფში უკვე ათობით პოსტია, სადაც ავტომობილის მფლობელები წერენ, რომ ამა თუ იმ რეგიონში მიდიან და რამდენიმე ადამიანის წაყვანა შეუძლიათ, ხშირად – სრულიად უსასყიდლოდ. კომენტარების მიხედვით, წასვლის მსურველი მრავლადაა.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოქალაქეებს ხმის მისაცემად გამგზავრებაში მატერიალურ დახმარებასაც სთავაზობს:

„ამ სტატუსზე დაწერეთ ქალაქები, სადაც მიდიხართ. მაგრამ ალბათ ჯობია, ვიდრე დაწერთ, სად მიდიხართ, კომენტარებში იპოვოთ ,თქვენი მიმართულება იქნებ უკვე წერია, თუ იპოვით, იქვე დაპლიუსდებით. ასე მარტივად შეგროვდებით 4 ადამიანი. შემდეგ, მოძებნეთ ტაქსი და ჩვენ დავფარავთ ხარჯს. ვისაც მანქანა გყავთ, საწვავს ჩაგისხამთ“, – წერს იგი.

ტრანსპორტის ნაკლებობაზე, ან მის სრულ არყოფნაზე მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც წერენ. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე „ნეტგაზეტს“ უყვება, მას უთხრეს, რომ ეს ვითარება „ქართული ოცნების“ გუშინდელი აქციის შედეგად შეიქმნა:

„გუშინ აქციაზე ბევრი ტრანსპორტი დაგვჭირდა და შეიქმნა დეფიციტიო“.


რატომაა საჭირო ხმის მისაცემად წასვლა?

ბევრი ადამიანი, ვინც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, იურიდიულად სხვა მისამართზეა ჩაწერილი და, შესაბამისად, იქ უნდა მისცეს ხმა.


გარეკანის ფოტოზე: Nancy Woland-ის ილუსტრაცია

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...