გიორგი გახარია - არჩევნებზე თუ მივიდა 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, ოცნება იქნება 30%-ზე ქვემოთ
პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ არჩევნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ქართული ოცნება 30%-ზე ნაკლებს მიიღებს.
გახარიას თქმით, ამომრჩეველთა დიდი აქტივობის შემთხვევაში მმართველი პარტია 600 000-ზე მეტ ხმას ვერ აიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მოსახლეობან უნდა იცოდეს, რომ "ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ვის მისცეს ხმა".
"ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანებს ავუხსნათ, რომ ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ხმა ვის მიეცით. მაშინ, მერწმუნეთ, რომ ადამიანების რაოდენობაც უბნებზე იქნება 2 მილიონზე მეტი, ჩვენ თუ ამას მივაღწიეთ, შემდეგ 2 დღის განმავლობაში, და ოცნება ამ პირობებში 30%-ს ქვემოთ იქნება, იმიტომ რომ მათემატიკურად გვაქვს ჩვენ დათლილი, რომ შეუძლებელია ოცნებამ 600 000-ზე ბევრად მეტი ხმა. 600 000 არის მათი საოცნებო ციფრი, ჭერი.
600 000 - თუ მივიდა მილიონი ადამიანი არის საკონსტიტუციო უმრავლესობა და 60%, თუ მივიდა 2 მილიონი ადამიანი - ეს არის 28%. მთელი ჩვენი საზოგადოების მიზანი უნდა იყოს, ორი რამ: უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და დავარწმუნოთ ისინი, რომ ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ვის მისცეს ხმა. ქართულ ოცნებას მაქსიმუმ შედეგი ჰქონდა 2012 წელს - ეს იყო მილიონ 100 ათასი ამომრჩეველი, 2020 წელს ჰქონდა, კოვიდის მიუხედავად, უბნებზე მივიდა მილიონ 900 ათასი, 2 მილიონი ადამიანი მივიდა და მაშინ ოცნებას ჰქონდა 900 ათასი [ხმა]. 2021 წელს ოცნებას ჰქონდა 800 000 - მაშინ პარტია იყო ძალიან კარგ ფორმაში ყველა კვლევით. მას შემდგომ, რისი კეთებაც ოცნებამ დაიწყო, მათ მინიმუმ 200 000 ხმა აქვთ დაკარგული. ეს 600 000 ადამიანებიც არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა წნეხის გამო ამბობენ, რომ ოცნებას მისცემენ ხმას", - განაცხადა გიორგი გახარიამ კვირის ფორმულაში.
ფორმულა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.