გიორგი გახარია - თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" მოძალადე რეჟიმს - ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!
"რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი.
თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმს, ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!", - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, მათი პარტიის წევრზე, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას.
ცნობისთვის, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს, დღეს, 23 ოქტომბერს, მეტროში თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
ცნობისთვის, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს, დღეს, 23 ოქტომბერს, მეტროში თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.