მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა
თბილისის მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა“, – აცხადებს თბილისის მერია.
ზღვისუბანში ახალი პარკი 3 დღის წინ, 20 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. პარკი 25 ჰექტარზეა გაშენებული და მისი მოწყობის სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.