თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.