Jump to content
Planeta.Ge

როგორ შევავსოთ ახალი ბიულეტენი ისე, რომ არ გაბათილდეს


26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

3030 საარჩევნო უბნიდან 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ამომრჩევლებს ახალი ტიპის ბიულეტენი დახვდებათ. იმისათვის, რომ ხმის მთვლელმა მანქანამ ბიულეტენზე დაფიქსირებული არჩევანის აღქმა შეძლოს, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ბიულეტენის შევსებისას შესაბამისი წესი დაიცვას.

ეს წესი ძალიან მარტივია!

უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ბიულეტენის შევსებისას სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე). იმავე ბიულეტენზე სხვა პარტიის წინ არსებულ წრეში არაფერი ჩაწეროთ, არც გააფერადოთ და არც ხაზი გადაუსვათ (X).

გახსოვდეს: აუცილებელია გაფერადება და არა შემოხაზვა!

Untitled-design-2024-10-21T182452.523.jp

რა შემთხვევაში ჩაითვლება ბიულეტენი ბათილად?

უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება ანუ ხმის მთვლელი მანქანა ბიულეტენზე დაფიქსირებულ არჩევანს ვერ აღიქვამს იმ შემთხვევაში, თუ:

  • ნებისმიერი ფორმით გააფერადებთ ან მონიშნავთ ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებულ წრეს (წრის შიდა სივრცე);
  • არ გააფერადებთ არც ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებულ წრეს (წრის შიდა სივრცე).
  • ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ერთზე მეტი პარტიის წინ არსებულ წრეში წერტილის დასმამაც კი შეიძლება, ბიულეტენის გაბათილება გამოიწვიოს.
  • თუ გააფერადებთ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებულ წრეს (წრის შიდა სივრცე), დანარჩენი პარტიის წინ კი წრეებს გადახაზავთ. მაგალითად, წინა წლებში ამომრჩეველთა ნაწილი, თავიანთი ბიულეტენის შევსებისას, იმ პარტიას ნომერს, რომელსაც ხმას აძლევდა, წრით შემოხაზავდა ხოლმე, დანარჩენი პარტიის ნომრებს კი X-ით გადახაზავდა ან ხაზს გადაუსვამდე ხოლმე. იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, თუ ამომრჩეველი მსგავსი სახით ეცდება ბიულეტენის შევსებას, მას ხმის მთვლელი მანქანა ვერ აღიქვამს.

მაგალითად, ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როცა ის ისეა შევსებული, როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:

Untitled-design-2024-10-21T183621.462.jp

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ შემთხვევით გააფერადეთ/მონიშნეთ ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე), ბიულეტენის ყუთში მოთავსებამდე შეგიძლიათ მიმართოთ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თხოვნით, რომ გამოცვალოთ თქვე მიერ გაფუჭებული ბიულეტენი მხოლოდ ერთხელ.

ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად.

ამ ბმულზე ნახავთ სიმულატორს, თუ როგორ უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...