Jump to content
Planeta.Ge

სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება - გიორგი გახარია


“სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება, ისეთი შიშით არიან შეპყობილები, რომ ძალიან კარგად იციან შედეგები. უკვე კედელს ეჯახებიან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით, მან არაერთხელ აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ქმედებები ცუდ შედეგს მოიტანდა, თუმცა მან არ დაუჯერა და “მისი არაადეკვატურობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აოცებს საზოგადოებას.“

ახლა რაც ხდება, ზუსტად მაქვს ახსნილი მისთვის - შენ თუ ამას გააკეთებ, ამას მოჰყვება ასეთი, ასეთი შედეგი და ამ კაცმა ვერ გაიგო. მაშინ იყო მისი დამოკიდებულება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დამოკიდებულებაში. იყო მცდელობა, ტყუილი, რომ გავედი პოლიტიკიდან და სინამდვილეში არ გავიდა. ის როცა სიგიჟეს აკეთებდა, ყოველთვის ვეუბნებოდი- ბოდიშით, მაგრამ ეს სიგიჟეა, ახლა აღარავინ ეუბნება და ისეთ სიმაღლეებს იპყრობს, სიგიჟეობის და არაადეკვატურობის, რომ აოცებს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამდე გარეთაც და ეს უკვე გვნებს“,- დასძინა მან.

tv pirveli

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...