Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის - ეტყობა, რომ ემოციური კონტროლისგან გასულია


გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარია განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ადეკვატურობაში მხოლოდ მას კი არა, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ეპარება ეჭვი.

„ეს არის გასაოცარი დემოკრატის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა ივანიშვილის მხრიდან არ არის პირველი, მაგრამ პირველად გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით, დაჭერებით და რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს. მე აბსოლუტურად ღიად მინდა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა და მათ ვუთხრა - ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებს უკვე ყველას ეჭვი ეპარება, არათუ არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის, არამედ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და ემოციური კონტროლისგან გასულია. გონივრულობის მიღმაა ისეთ რაღაცებს საუბრობდა და მე არც გავცემ პასუხს. ეს პირდაპირ აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე და პირველ რიგში, „ოცნების“ მხარდამჭერებს, რა დღეშია და ვის ხელშია დღეს ეს ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ფულის გამო ვაჭრობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციით და მეორე, თურმე ვინც პერსონალურად არ ეთანხმება ივანიშვილს და „ოცნებას“, ყველანი მოღალატეები, ხალხის მოღალატეები და ხალხის მტრები [არიან] და რაღაც ტერმინოლოგიები შემოიტანა.

შემდგომ, როგორც ჩანს, თავისი სიძლიერის, თვითდაჯერებულობის და 70%-იანი მხარდაჭერის დასადასტურებლად „იმედის“პროვოკატორები გამოგვიგზავნა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია „გარეწარი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესსაც, რის გამოც "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ".

„არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან [გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.მისივე თქმით, გიორგი გახარია გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...