Jump to content
Planeta.Ge

გახარია: ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ


პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი „მუქარა” ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

„მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა, ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ. ამის შემდეგ, მოხდა ასეთი რამ: ეს არის გასაოცარი დემოკრატიის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა არ არის პირველი, მაგრამ პირველი რაც მოხდა ეს არის, რომ გამოვიდა და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით. რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს.

ამიტომ, მე აბსოლუტურად ღიად, მინდა თითოეულ ჩვენს წევრს მინდა გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა მათ, რომ ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ არანაირი მუქარის განმხორციელებელი არ არის, უბრალოდ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი, ემოციური კონტროლისგან გასული და გონივრულობის მიღმა ისეთ რაღაცებს საუბრობდა, რომელზეც მე არც გავცემ პასუხს”, – განაცხადა გახარიამ.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იმუქრება, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს და მის ლიდერს, მკაცრად მოუწევთ პასუხი აგონ. „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მათ ვინც გიორგი გახარიას გვერდით დგას გაასამართლებენ და რომ მმართველ გუნდს „სასამართლოს დონეზე“ აქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...