ჯავახეთში ბოსტნეულის რეალიზაციის პრობლემაა - სოფიო ხორგუანი
ჯავახეთში ფერმერები კარტოფილს ვერ ყიდიან. ბოსტნეულის მოყვანა რეგიონის მოსახლეობისთვის თავის რჩენის ერთ-ერთი მთავარი გზაა - სწორედ ათასობით ადგილობრივის პრობლემა იყო პარტია “გახარია საქართველოსთვის” რეგიონული ლიდერის ბრიფინგის მთავარი თემა.
სოფიო ხორგუანი ამბობს, რომ გლეხები თანახმა არიან, კილოგრამი ბოსტნეული თვითღირებულების ფასად, 30 თეთრად გაყიდონ, თუმცა მყიდველს ამ პირობითაც ვერ პოულობენ. ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ჯავახეთის პრობლემას ხელისუფლება არ იმჩნევს.
ხორგუანი მთავრობას მოუწოდებს, რომ ფერმერებს მოსავლის რეალიზაციაში დაეხმარონ. ის ხელისუფლებას სთავაზობს, რომ თავდაცვის და შსს სამინისტრომ არ შეიძინოს იმპორტირებული ბოსტნეული და კარტოფილი ფერმერებისგან იყიდონ.
ხორგუანის თქმით, ამ საკითხებზე საუბრობს წინასაარჩევნო კამპანიისას სოფლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებს სუს-იდან უკავშირდებიან და საუბრის დეტალებით ინტერესდებიან.
tv9news.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.