Jump to content
Planeta.Ge

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებულია, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებშითუ  რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ.

„დიახ, შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო, რადგან მათ თქვეს, რომ დახმარებას შეწყვეტენ“, – განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში ვიზიტის დროს.

რამდენიმე დღის წინ, კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელების ლიდერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, მომავალ წელს უკრაინის დახმარება შემცირდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 17,5 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...