ბოტანიკური ბაღი ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტურით და ლექციით „ტყის ეკოსისტემები“ უერთდება
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია, თემაზე - „ტყის ეკოსისტემები".
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 21 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ბმულზე http://surl.li/ujihcw
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.