Jump to content
Planeta.Ge

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება


20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.

მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე:

  • რესპუბლიკის მოედანი
  • გმირთა მოედანი
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა)
  • მარჯანიშვილის მოედანი
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა)

ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება. აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

  • ჯგუფი ყველა
  • LOUDSPEAKERS
  • ნიაზ დიასამიძე
  • გამოუვალი მდგომარეობა
  • ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე
  • ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი

აქცია საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„ქართული ოცნების” მიერ რუსული და ცენზურის დამწესებელი კანონების მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...