Jump to content
Planeta.Ge

ჰელსინკის კომისია - საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება


საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.

„სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შედის, თავისი ისტორიის გარდამტეხ მომენტშია, შესაძლებლობისა და საფრთხის ზღვარზეა. სამხრეთ კავკასია ამჟამად ღრმა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებს განიცდის, რაც დიდწილად რუსული გავლენის ცვალებადი დინამიკით არის გამოწვეული. ამასობაში, საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება. ამ ცვლილებებმა რეგიონული აქტორებისთვის და მათი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და რისკები შექმნა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჰელსინკის კომისია წერს, რომ „საქართველოში რთული ვითარებაა. მრავალი წლის განმავლობაში საქართველო განიხილებოდა, როგორც პროდასავლური საიმედო მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებით. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უფრო ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური პოზიცია მიიღო“.

„ეს ცვლილება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების დარბევით და რუსეთთან მჭიდრო კავშირებით აღინიშნა. ხელისუფლების აღნიშნული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროევროპული და პრო-ნატო რჩება, რაც მთავრობასა და ხალხს შორის მკვეთრ აზრთა სხვადასხვაობას ქმნის. ეს ყველაზე თვალსაჩინო 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მრავალთვიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს გახდა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო და პროტესტის ნიშნად ქუჩებში 300 000-მდე ქართველი გამოვიდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კომისია აცხადებს, რომ „ეს სიტუაცია რეგიონში ფუნდამენტურ არასტაბილურობას ქმნის, სადაც რუსეთი გარნიზონების განლაგებას აგრძელებს, (თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად იგი შემცირებულია) ღიად ანტიდასავლური და რუსეთის მიმართ სულ უფრო და უფრო მეგობრული მთავრობით, რომელიც მოსახლეობას ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...