Jump to content
Planeta.Ge

“საქართველოს მთავრობის პრორუსული პოზიცია შეშფოთებას იწვევს” – ჰელსინკის კომისიის ანგარიში


ჰელსინკის კომისია თავის უახლეს ანგარიშში აშს-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორის გადახრა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ვაშინგტონისთვის.

“საქართველოს მთავრობის გადახრა პრორუსული პოზიციისკენ, და მზარდი არალიბერალური შიდა პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს”, – ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პროდასავლური განწყობა მიუთითებს, რომ შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განახლება.

ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიიღებენ ორმაგი სტრატეგიის მიღებას – მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას და დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების შემთხვევაში, დასავლეთში ინტეგრაციისთვის დამატებითი მექანიზმების მინიჭებას.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...