ბოლო 24 საათში უკრაინაში მეორე ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა.
„ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას დღეს კიდევ ერთი ჩვენი მებრძოლი, ალექსანდრე მარტიაშვილი შეეწირა", - წერს უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდი.
მარტიაშვილი ბოლო 24 საათში მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. 21 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, ქართველი მებრძოლის მიშა ყაფლანიშვილის („კაპლანი") დაღუპვის შესახებ.
„მძიმე დღეა საქართველოსთვის - ორი ქართველი დაეცა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში - სამშობლოდან შორს, უკრაინაში. მიხეილ ყაფლანიშვილი (იგივე მიშა კაპლანი) და ალექსანდრე მარტიაშვილი", - დაწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.