ნათია მეზვრიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე - საუბნო, საოლქო კომისიებში, დაკომპლექტებულია მერიებსა და საკრებულოებში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივით - გასაოცარია ნათესაური კავშირების მასშტაბი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს მტკიცებულებები, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი არ არის.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივით.
მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიას გააჩნია მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ ცესკო დამოუკიდებელი არ არის და პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული.
„დღეს ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ცესკო დამოუკიდებელი არ არის, რეალურად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე, საუბნო, საოლქო დონეზე, არაფერს ვამბობ ცესკო-ს თავმჯდომარესა და შემადგენლობაზე, დაკომპლექტებულია „ოცნების“ პარტიული აქტივით - საჯარო სექტორში „ოცნების“ მიერ ჩანერგილი პარტიული აქტივით. ეს ადასტურებს, რომ საუბნო, საოლქო კომისიები სრულად დაკომპლექტებულია „ოცნებასთან“ აფილირებული პირებით. მერიებში, საკრებულოებში დასაქმებული პარტაქტივით. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ამ ადამიანებმა, რომლებსაც აბარიათ ხმების დათვლა, რიგის მოწესრიგება, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ცესკო-ს ინტერესებში არ შედის. გასაოცარია ნათესაური კავშირების მასშტაბი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს, თუ ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები.
მან საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„მოგიწოდებთ, 26 ოქტომბერს ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე, თქვენი ხმის მიცემის პროცესი არის ფარული. ხელისუფლება ვერ გაკონტროლებთ, გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც გინდათ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მან სიცრუე უწოდა პარლამენტისა და ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ცესკო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოება, თურმე როგორ მშვიდი, თავისუფალი, სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. ითხოვდა მტკიცებულებებს ოპოზიციისგან, რომელსაც ჩვენ ყოველთვის წარვადგენთ ხოლმე, მაგრამ იგნორი ხდება იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ“, -განაცხადა მეზვრიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.